ამბროლაურის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

12 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული ყველა რეკომენდაცია.

მუნიციპალიტეტის მერი მოუწოდებს მშობლებს, დაწესებული რეკომენდაციები შეასრულონ.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, როგორც დაგეგმილი იყო, 12 ოქტომბერს განახლდება. პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი სამსახურების მიერ მოწმდება, რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. კონტროლი ინტენსიურ რეჟიში გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვებმაც და მშობლებმაც თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, საჭიროა მათი მხრიდანაც მოხდეს არსებული შეზღუდვების მაქსიმალურად გათვალისწინება და შესაბამისი რეკომენდაციების მკაცრი დაცვა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავამარცხოთ covid-19“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს