მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა აჭარაში, 1 კი იმერეთში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ერთი იმერეთში.

მისივე თქმით, არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადებების ქონა აუცილებლად გარდაცვალებას იწვევს.

“ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, მაგრამ თანმხლები დაავადებების ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება. გააჩნია თანმხლები დაავადების სიმძიმეს, სტაციონარში მიმართვის დროს და ა.შ”, - განაცხადა ენდელაძემ.

ამასთან, ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა - 8 პაციენტი აფხაზეთიდან, ხოლო 1 ცხინვალიდან იქნა გადმოყვანილი.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა