აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა.

"აჭარაში მკურნალობის კურსს Covid კლინიკებში - 533 პაციენტი გადის, აქედან 13 არასრულწლოვანი და 24 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 48 პაციენტი და 105 თავისუფალი საწოლია. Covid-სასტუმროებში 911 პაციენტია აქედან, 93 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1000-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა