თელას სარწყავი სისტემის  რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა, დამცლელი კვანძი, ჭა ჰიდრანტით, გამშვები ნაგებობა შემტბორავით, დიუკერი, ფოლადის მილსადენი სიგრძით 2,1 კმ. გაიწმინდება მიწის არხის 3,2 კილომეტრიანი მონაკვეთი.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად რეგულარულად მოირწყვება 195 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეუნეო მიწის ფართობი.

“აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ თელას მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 852 000 ლარს.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდების რეჟიმი 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო