ოზურგეთის ცენტრალური უბნების ნაწილში წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს, ამჯერად, ტენდერი ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური უბნების ნაწილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება. ასევე, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და მოეწყობა წყალარინების სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შედეგად, დაახლოებით 120 ადამიანი წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

,,ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 22 ოქტომბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 7 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ოზურგეთში წყალმომარაგების მოძველებული სისტემის გამო ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა