ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავში დაფიქსირდა.
ახალგაზრდა ქალს კორონავირუსული ინფექცია, რუსთავის ე.წ. ცხელების ცენტრში „პისიარ“ ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ამასთან, როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ინფიცირებული ქალი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელაში" ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
ცნობისთვის, ,,თუთარჩელაში" ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი 26 პირს დაუდასტურდა.