გოჩა ენუქიძე უშგულის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიას უშგულის თემის მოსახლეობასთან მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე პროექტზე ესაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მათი ინტერესების ღირსეული დამცველი იქნება.

,,უშგული სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კვლევათა სიაშია და აღიარებულია, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

აღნიშნულ თემში: აშენდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი, დაიგო ბეტონის საფარი და გრძელდება აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი.

მიმდინარეობს უშგულის თემის სოფლების, ჟიბიანისა და ჩვიბიანის სრულმაშტაბიანი რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს მუშაობა უშგულის განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე მუშავდება უშგულის თემის სოფლების ჟიბიანის, ჩვიბიანის, მურყმელისა და ჩაჟაშის განაშენიანების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და ტექნიკური რეგლამენტი.

განხორციელდა უშგულის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში 10 პროექტი, სოფლების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოეწყო წყლის სისტემა სოფელ მურყმელში მაღალმთიანი სტატუსის მოსახლეობა სარგებლობს სოციალური და საგადასახადო შეღავათებით მაღალმთიან დასახლებებში ყოველ დაბადებულ ბავშვზე დაწესებულია ფულადი დახმარება ამასთან, სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით და სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ პირველკურსელი სტუდენტები.

ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით და გაძლევთ გარანტიას, ვიქნები თქვენი ინტერესების ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა