„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ტაბახმელაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველო“ განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ამომრჩევლებთან, არა დაპირებებით, არამედ, უკვე განხორციელებული პროგრამებით მიდის. ჩვენს მიერ ერთი წლის წინ შექმნილი პროექტი, „იაფი მედიკამენტების პროგრამა“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის სრულიად სახალხო პროექტად გარდაიქმნა, რომლითაც ათასობით ადამიანმა ისარგებლა და დღემდე სარგებლობს ,- ამ სიტყვებით დაიწყო დღეს კახა კუკავამ ტაბახმელის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლა.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ სხვა სოციალური მისიის საქმიანობასაც ეწევა, რომელიც საბანკო მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

„ჩვენ ბანკების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემით, ისედაც გაჭირვებული ადამიანები საბოლოოდ გააკოტრონ, თავად კი მილიონები იშოვონ. საქართველოში არსებული საბანკო სექტორი ხშირად ირეკლამებს თავს, რომ ევროსტანდარტებით მუშაობს. სინამდვილეში კი მათი მხრიდან ეს ყველაფერი ელემენტარული დემაგოგიაა და ციფრებით მანიპულირება. მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სესხის ისეთ დიდ საპროცენტო განაკვეთს, რამდენიც საქართველოშია. ბრიტანეთში შინაურ ცხოველს ვერ გამოასახლებენ სახლიდან, თუ მასზე სხვა მზრუნველს შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ ექნება. საქართველოში კი, ბანკები მრავალშვილიან ოჯახებს ღია ცის ქვეშ ტოვებენ, სამაგიეროდ, ახლა საბანკო სექტორის ბოსები კარდაკარ დადიან და ისევ ამ გაჭირვებულ ადამიანებს საარჩევნო ხმებს თხოვენ,“- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

„არ არსებობს ძალა, რომელიც ხალხის ნებაზე უფრო აღმატებულია. ახლა მთავარია საზოგადოებამ ეს ნება თავად გამოიჩინოს და „არა“ უთხრას იმ ნეოლიბერალურ კლანებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სახით, სახელმწიფოსა და ხალხზე თანაბრად ძალადობენ.

„ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ რომ ერთი ძალაა, ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებული ტოლობის ნიშანი ისევ და ისევ ძალადობრივი რეჟიმის მთავარმა არქიტექტორებმა დასვეს, რომლებმაც ახლა „ევროპული“ მანტია მოირგეს და ადამიანების უფლებებზე ალაპარაკდნენ.

დროა, ამ და ყველა იმ დამნაშავე რეჟიმს ხალხის მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცეს, ოღონდ არა ქვების სროლით, როგორც ამას „ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთის ჩაქოლვით აკეთებენ, არამედ მათთვის უარის თქმა კლასიკური, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.

2020 წლის 31 ოქტომბერი, ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლის დროა!“- განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო