აჭარული კერძების მომზადების ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და საიმიჯო ვიდეორგოლი მზადდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამჟამად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით დეპარტამენტი ვიდეოგაკვეთილებს, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლსა და ფოტორეცეპტებს ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ამზადებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებად ცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს კერძების მომზადების პროცესისა და სერვირების შესახებ ვიდეოგაკვეთილების გადაღება, რაც ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

“პროექტის მთავარი მიზანია მოვახდინოთ აჭარული ტრადიციული კერძების ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, წავახალისოთ მეწარმეები, კვების ობიექტები და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, რათა მოახდინონ მრავალფეროვანი აჭარული კერძების მენიუებში შეტანა, სწორი სერვირება და შეთავაზება ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფოტორეცეპტებად, ვიდეოგაკვეთილებად დამუშავება, რაშიც ჩვენ ცნობილი შეფმზარეულები გვეხმარებიან. ეს ყველა მასალა თავს მოიყრის ერთიან ონლაინპლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა