ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შედეგად სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა.

სოფელში მერის წარმომადგენლის მარინა ლაგვილავას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, სახლში 80 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალი ცხოვრობდა.

,,როგორც ვიცი, სახლის მეპატრონემ ეზოში შეგროვილი ფოთლების დაწვა სცადა, რა დროსაც ცეცხლი სახლს მოედო“ , - განაცხადა მარინა ლაგვილავამ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო