გოჩა ენუქიძე მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

გოჩა ენუქიძე ადგილობრივებს დაგეგმილი და შესრულებული პროექტების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, კალის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში ჯამში 14 პროექტი განხორციელდა.

,,მესტიელები ყველაზე კარგად იცნობენ იმ საშეღავათო პირობებს, რომელსაც ჩვენი გუნდი მთიანი რეგიონების ხელშეწყობისთვის ახორციელებს", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, კალის თემში: რეაბილიტირდა კალის საჯარო სკოლა; კალის ადმინისტრაციული შენობა; რეაბილიტირდა ხიდები, მოეწყო გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები სოფლებში, ვიჩნაშსა და დაუბერში რეაბილიტირდა სოფელ ხალდესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამასთან, დაგეგმილია კალის სპორტული დარბაზის მშენებლობა.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოქმედებს სოციალური პროგრამები და საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, სადაც ყოველ დაბადებულ ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა და პირველკურსელი სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან.

ასევე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე იფარის თემის სოფლების: ადიშის, ბოგრეშის, ზეგანისა და ნაკიფარის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 6 პროექტი განხორციელდა, მოეწყო გზის საყრდენი და ნაპირდამცავი გაბიონები სოფლებში, ზეგანსა და ბოგრეშში, რეაბილიტირდა სოფელ ადიშისა და ბოგრეშის ხიდები, მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონები მდინარე ადიშურაზე.

მათივე ცნობით, დაგეგმილია იფარის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა.

"განსაკუთრებით მიხარია იფარის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც იფარის თემის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცემს სასკოლო განათლება უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მიიღონ. განათლებული თაობა უკეთესი მომავლის გარანტია, ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობა შეუქცევად პროცესად უნდა იქცეს", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა