ფოთის საბავშვო ბაღებში  პრევენციის მიზნით  სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. აღსაზრდელებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ“, - აღნიშნა ფოთის მერმა.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.

„ვირუსის საპრევენციოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. 2018-2019 წლებში ფოთში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 200 ლარით გაიზარდა ბაღის პედაგოგთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება.

მიმდინარეობს 2 ახალი ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება", - აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა