ნინო ბურჯანაძე ბაღდათსა და წყალტუბოში ამომრჩეველს შეხვდა

წყალტუბო ყველამ იცის. როგორ შეიძლება ქვეყანას გქონდეს წყალტუბო, ამხელა რესურსი, ასეთი დონის საკურორტოქალაქი და ის იყოს მკვდარი. ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი წყალტუბოს ნახვა, ულამაზესი ბაღდათის ასეთი დაჩაჩანაკებულის ყურება. სადაც გაიხედავ ქალაქები ნაომარი გვხვდება. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ეს უნდა გააკეთოთ თქვენ, ხალხმა , - ასე მიმართა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბაღდათსა და წყალტუბოში მხარდამჭერებს.

ამასთან, ბურჯანაძემ, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მხარდამჭერებთან შეხვედრისას საარჩევნო პროგრამაზე - სოციალური დახმარებაზე, დაბალ პენსიაზე, ახალგაზრდებისაგან დაცარიელებულ ქალაქებზე და უმუშევრობაზე ისაუბრა.

ნინო ბურჯანაძემ მათ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და პრობლემების მოგვარების ხედვა გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან წყალტუბოში ჩასახლებული დევნილები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ იმსჯელეს.

„შეხვედრაზე ბაღდათისა და წყალტუბოს მოსახლეობამ მწვავე პრობლემად გამოჰყო ახალგაზრდებისათვის სამუშაო ადგილი, რომლის არქონის გამო ქალაქი დაცარიელდა. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და წყალტუბოს რესურსის უფუნქციოდ დატოვება იყო ის საკითხი, რაზეც ნინო ბურჯანაძისგან სამოქმედო გეგმა მოისმინეს. გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა წყალტუბოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ბალნეოლოგიური საკურორტო ქალაქის ფუნქციაზე და მის ამუშავებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციას “ერთიანი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა