ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

,,ორსანტია საოკუპაციო ხაზთან მდებარე ძალიან ლამაზი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია. ეკონომიკური წარმატებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სწორედ გამართულ ინფრასტრუქტურას აქვს საკვანძო მნიშვნელობა - საავტომობილო გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, ცენტრალური სტადიონის, წყალმომარაგებისა და სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, გაგრძელდება ეფექტიანად და სწრაფად. ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ბევრი გაკეთდა, ბევრი მიმდინარე პროექტებია და გვაქვს სამომავლო გეგმებიც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

,,საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე გულისხმიერია საკუთარი ხალხის მოთხოვნების მიმართ, რა თქმა უნდა, არის ბევრი გამოწვევა და ბევრი საკითხი, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები, მაგრამ გულისხმიერი და თანამდგომი ხელისუფლების პირობა დააკმაყოფილა ამ ხელისუფლებამ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში და ამ გეგმებზე პრეზენტაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც", - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა