კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 540 მოსწავლე სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 540 მოსწავლე სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. მიზეზი 5 მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირება.

როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, საკოორდინაციო საბჭომ პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მკაცრად გაკონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.

ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 -ს გადააჭარბა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა