თელავის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

მათი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით. დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვიარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 30 000-მდე ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული საერთაშორისო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ჭაბურღილები და გამრიცხველიანდა მოსახლეობის ნაწილი, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულისთვის დასრულდება თელავის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია სამუშაოები „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობაზე. ამ ეტაპზე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევა შეფასების პროცედურა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა