ცენტრალური ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ

ცენტრალური ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ. მათ ობიექტთან დღეს აქცია გამართეს და მიზერული ხელფასები და არაადამიანური პირობები გააპროტესტეს.

მათი თქმით, დღეში საშუალო ანაზღაურება 30 ლარია და კომპანია ამ თანხასაც სრულად არ ანაზღაურებს, კომპანია ხელფასს აკლებთ და ვერც ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებენ, პროტესტის გამოხატვის გამო კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

დასაქმებულები ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან. თანამშრომლების მოთხოვნებს რეალურს უწოდებენ ჩინურ კომპანია „ჰუნანში" და აცხადებენ, რომ მოთხოვნებს განიხილავენ და საკითხი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადაწყდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა