კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 6 ფოთში დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 6 ფოთში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„გუშინ ლაბორატორიაში კვლევისთვის გავაგზავნეთ ექვსი პირის ბიოლოგიური მასალა, ყველა მათგანს „კოვიდ 19“ დაუდგინდა. ისინი ინფიცირებულის კონტაქტებს წარმოადგენენ და თვითიზოლაციაში იყვნენ. ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. ჩვენს ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 46 შემთხვევაა გამოვლენილი.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!