ჩოხატაური-ბახმაროს გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი (კმ 0-კმ 6,3) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მოეწყო მიერთებები. ასევე, განხორციელდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კი კომპანია „ნიუ როუდმა“ შეასრულა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ჩოხატაური-ბახმაროს გზა, კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო