კორონავირუსის შემთხვევების გამო, ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა და სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდა.

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა კორძაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხდა, რომ სკოლის 17 მოსწავლეს და 5 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„აღნიშული ფაქტიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. სკოლა დღეიდან სწავლის დისტანციურ რეჯიმში გადავიდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს“, - აცხადებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა