წყალტუბოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

წყალტუბოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. 21 ბაგა-ბაღში დღეს 555 აღსაზრდელი გამოცხადდა.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ ყველა საბავშვო ბაღში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განთავსებულია დეზობარიერები, მოწყობილია დაყოვნების და საიზოლაციო სივრცეები.

„ყველა აღსაზრდელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხო გარემო, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საბავშვო ბაღები აღჭურვილები არიან სადეზინფექციო საშუალებებით. სრულდება და მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა", - აცხადებს ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" მმართველი გიორგი იობიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო