ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალშობილი იმყოფება

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში 7 ახალშობილი იმყოფება, აქედან ორი კორონავირუსი არის ინფიცირებული.

„დღეს დილით კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა იმშობიარა. არანაირი გართულება არ ყოფილა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. იცით, რომ იმ დღესვე ახალშობილს ტესტირება არ უტარდება. სავარაუდოდ, ხვალ აუღებენ ნიმუშებს კვლევისათვის და უახლოეს დღეებში გვეცოდინება. საბედნიეროდ არ გვყავს მძიმე პაციენტი. არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილები, თუმცა დღეს ვგეგმავთ რამდენიმე პაციენტის გაწერას და ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ ახალი ინფიცირებულების მიღებას"- აცხადებს ნუგზარ პაპავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა