ფოთის მერია - ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი რეკომენდაციის სრული დაცვით განახლდა

ფოთის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებს ესტუმრა და სასწავლო პროცესის დაწყებას გაეცნო.

„ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც საჭირო და აუცილებელია პანდემიის პირობებში სწავლის განახლებისთვის. ვიდრე პროცესი განახლდებოდა, ჩვენ შევამოწმეთ, რადმენად ზუსტად იყო ბაღებში დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. პირველ რიგში, ეს იმისთვის კეთდება, რომ ვირუსის გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი, ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა აღსაზრდელმა და ყველა მშობელმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები და გაგებით მოვეკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვირუსმა ხელი ვერ შეუშალოს ჩვენი შვილების სწავლას და ყოველდღიური ნორმალური ცხოვრებისკენ დროზე შემობრუნებას. მხოლოდ ასე, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, დავამარცხოთ covid-19. მინდა დავამშვიდო ყველა, მშობლებიც, მასწავლებლებიც და ჩვენი ქალაქის ყველა მცხოვრები, რეკომენდაციების შესრულების კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ არა მარტო სააღმზრდელო დაწესებულებებში, არამედ მთელს რეგიონში, ეს ყველას საერთო ინტერესია“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება. ვირუსის საპრევენციოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. ახალი სასწავლო წლისათვის ფოთის 15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 1 700 მდე აღსაზრდელი ირიცხება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა