„ლელო“ - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქობულეთში, ჩვენი პარტიის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს

მმართველი გუნდის წევრებმა, „ლელოს“ მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, „ლელოს“ აქტივისტებს, იმისთვის რომ მათ სააგიტაციო მასალა დაარიგონ, ადგილზე არ უშვებს. ამასთან, „ლელოს“ ინფორმაციით ოპოზიციური პარტიის წევრები ნაცემები არიან.

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, რაც მათი მხრიდან „ლელოს“ წევრებზე თავდასხმაში გამოიხატა.

„ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს ,,ლელოს" აქტივისტებზე და არ მისცეს მათ უფლება საზოგადოებრივ სივრცეში - ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზარში ბუკლეტების დარიგების. 1- საათიანი ხმაურიანი დაპირისპირების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არც კი გამოჩენილა. ივანიშვილი ცდილობს, დაიმონოს ყველა ინსტიტუტი და სრულიად კერძო სექტორი, რომელსაც ართმევს განვითარების და თავისუფალი არსებობის საშუალებას. სამწუხაროა ზრდასრული ადამიანების ხილვა, რომლებიც არიან ივანიშვილის მსხვერპლი და ხმამაღლა აიძულებენ, გაიძახონ - „მე ბიძინას კაცი ვარ"! საქართველო იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ განვითარებას, რის პოლიტიკურ მუხრუჭადაც ბიძინა ივანიშვილი იქცა. „ლელო“ დაასრულებს ივანიშვილის ძალადობრივ პოლიტიკას 31 ოქტომბერს“, - აცხადებს კუპრაძე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს