„ლელო“ - სამეგრელოს ერთ-ერთი ოლქის წევრს „ზონდერი“ გულბაათ ქარდავა დაემუქრა

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის საარჩევნო ოლქის კანდიდატის თამარ ბელქანიას პრესმდივანს გულბაათ ქარდავა დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,- ამის შესახებ "ლელოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გულბაათ ქარდავა „ქართული ოცნების“ სამეგრელოს ოლქის ერთ-ერთი „ზონდერია“.

„დღეს 12:30 წუთზე, ჩემს პრესმდივანზე განხორციელდა მუქარა შემდეგი ნომრიდან - 597 05 47 71 , ეს ნომერი ეკუთვნის ძალიან ცნობილ, სახელისუფლებო ზონდერს, გულბაათ ქარდავას. რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. არ გვაქვს განცდა, რომ ჩემი პრესმდივანი არის დაცული. მას არ ეძლევა საშუალება პროფესიული საქმიანობა თავისუფლად განაგრძოს. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ხელშეწყობა პირიქით, ხდება მუქარა და არ გვეძლევა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება რეგიონში. თუ აღნიშნული ფაქტი სწრაფად არ იქნა გამოძიებული, აუცილებლად შევიტანთ სარჩელს გულბაათ ქარდავას წინააღმდეგ.

ჩვენ, მთლიანი რეგიონი, ერთსულოვანი ვართ და ვგმობთ ამ საქციელს. თუ ეს მუქარა მოქმედ ხელისუფლებას გაუვიდა არცერთ ჟურნალისტს არ ექნება იმის განცდა, რომ ის ობიექტურად შეძლებს პროცესების გაშუქებას“, - განაცხადა ბელქანიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია