“ქართული ოცნების” ლიდერები ადიგენის სოფელ ბენარაში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნებიც“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელ ბენარაში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

„150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დასრულდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო