“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთელის შეფასებით, დავით გარეჯის საქმე შეთითხნილია და მასში დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, რუსეთის სპეცსამსახურებიდან მოპოვებული გარკვეული მასალებით საქმის “შეკერვა და შეთითხვნა” წარმოუდგენელია.
„ადამიანების პატიმრობა - ე.წ. კარტოგრაფების საქმის მონაწილეების, ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც საქმეები იკერებოდა და ითითხნებოდა. მსგავსი საქმეა ბატონი მელაშვილისა და ოლიჩოვას საქმე, როდესაც, პრაქტიკულად, დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს.
ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ კომისიაში და ახლა, რუსეთის სპეცსამსახურებიდან მოწოდებული გარკვეული მასალების და მათთან დაკავშირებული ადამიანების ჩვენებებით და ბრალდებებით ნამდვილად, არ შეიძლება მათი პატიმრობაში ყოფნა. ისინი უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან და ასეთი საკითხები და საქმეები არ უნდა იკერებოდეს და ითითხნებოდეს. ვფიქრობ, წარმოუდგენელია ასეთ საკითხებზე ადამიანების პატიმრობაში ყოფნა.“ -განაცხადა წერეთელმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"