გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში, გამარჯვებასა და აღათაკლია-ყარათაკლიაში 3 ახლად აშენებული საბავშო ბაღი გაიხსნა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გახსნეს.

„სოფელ გამარჯვებასა და კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 941 817 ლარით დაფინანსა. აღთაკლია-ყარათაკლიის ბაღის მშენებლობა კი 1 398 912 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში სრულად შეცვლილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გარემო ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციის პროცესი - შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არ არის სოფელი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, სულ, 112 საბავშვო ბაღი მოქმედებს - აქედან, 28 სააღმზრდელო დაწესებულება ბოლო ორი წლის მანძილზეა აშენებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა