გოჩა ენუქიძე ცხუმარის ტერიტორიული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გოჩა ენუქიძე ცხუმარის ტერიტორიული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულის სოფლების - ლაბსყალდის, ლეზგარას, მაგრდელის, სვიფის, ტვიბერისა და ღვებალდის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ დღევანდელი შეხვედრები, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულის სოფლების - ლაბსყალდის, ლეზგარას, მაგრდელის, სვიფის, ტვიბერისა და ღვებალდის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

„აქ ბოლო წლებში: აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი; გაიწმინდა ღვებალდის ღელე და მოეწყო სანიაღვრე სისტემა; მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა; მიმდინარეობს ცხუმარის წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა; დაგეგმილია ცხუმარის ცენტრთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა; მოეწყო გზის დამცავი კედლები და გაბიონები; რეაბილიტირდა ლაბსყალდის გზა", - ნათქვამია ინფორმაციაში.