ბათუმში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.

აქციის მონაწილეებს ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებიც შეუერთდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ტურისტულ სეზონზე დაზარალდნენ და საბანკო დავალიანებებს ვერ იხდიან.

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მოითხოვენ, რომ სახელმწიფო სესხის გადავადება და პროცენტის სრული სუბსიდირება მოხდეს.

აქციის მონაწილეები პარალელურად სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენას, სატრანსპორტო შეზღუდვის მოხსნასა და დაუყოვნებლივ, საზღვრების გახსნას, ასევე საჰაერო მიმოსვლის აღდგენას მოითხოვენ.

„გამოდით და აუხსენით ხალხს, რატომ არის ეს რეგულაციები დაწესებული. თქვენ ადამიანებს წინასაარჩევნოდ კეტავთ სახლებში. გამოდით გარეთ და გაგვიკეთეთ განმარტება. მოსახლეობას გვაინტერესებს, რატომ არის გაჭირვება და გაუსაძლისი მძიმე სოციალური ფონი. თქვენ „ჯიპებით“ გულაობთ, ხალხი მშიერია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა