ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩს მარეკ შჩიგელს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

„ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევების თაობაზე.

მარეკ შჩიგელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 12 წელია მოღვაწეობს საქართველოში და მისი მანდატი გულისხმობს მხარეეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, სტაბილიზაციას, ინფორმირებას და ნდობის ამაღლებას. მან აღნიშნა რომ ის ცდილობს უფრო ფართოდ შეხედოს საკითხებს და ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს და „ბორდერიზაციის“ საკითხებს, სადაც ამ კუთხით რელიგიური პოლიტიკა და ამ სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რთულია ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესზე საუბარი თუ არ იქნება აღდგენილი ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორამცით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

„ელჩმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთაგან გამოყო ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატი. მისი განცხადებით იგი უნიკალურია თავისი შინაარსით, საქართველო კი ტოლერანტობის მაგალითია, რომელსაც დიდი ტრადიცია და მემკვიდრეობა გააჩნია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სააგენტოს საქმიანობაში და მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად