ხულოში, სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ხულოში, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა. ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში არის გადაყვანილი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“