ქუთაისის პირველ სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სკოლაში ვირუსი 4 მშობელს და ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა.

სკოლის დირექტორის სალომე სარალიძის თქმით, პედაგოგის ინფიცირება სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.

“პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა”, - ამბობს დირექტორი.

ორი მოსწავლე და ორი პედაგოგია ინფიცირებული ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში, ხოლო ვირუსი ერთ პედაგოგს დაუდგინდა ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში.

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დაფიქსირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს