არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის თეატრის დასს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდნენ.

„ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. აქ მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ეს არის ევროპული სტანდარტების მქონე დაწესებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალურად შეძლებს ჩვენი წარსულის და მომავლის დაკავშირებას, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას, ახალ თაობას აქვს დიდი ინტერესი ხელოვნების მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხელშეწყობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს მათთვის.

„თეატრის დასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე მივულოცეთ ახლადრეაბილიტირებული შენობა და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვეთ. გავაცანით ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ, მმართველ გუნდთან ერთად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ. მინდა ამ უნიკალური პროექტისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს”, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“ფონდმა „ქართუმ“ თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი. თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა