ალექსანდრე მოწერელია - სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშანაოსა და კვარაცხელიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მოწერელიას თქმით, მოსახლეობის განწყობა დადებითია, რადგან ხედავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

"ქალაქ წალენჯიხაში საშანაოსა და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას შევხვდი, ხალხის განწყობა დადებითია, რადგან ხედავენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც საქართველო ახალ სივრცეში შეჰყავს. ქალაქში გამართული შეხვედრების შემდეგ, ულამაზესი ჯგალისა და ნაკიფუს მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტებთან დაკავშირებით.

სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობისა და მეწარმეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია და ბოლო წლებში სულ უფრო მეტი რესურსი მიემართება სოფლის გასაძლიერებლად. ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული. ეს ამ სოფლების მაგალითზეც კარგად ჩანს. ჯგალში ვაშენებთ საბაზისო სკოლას, რომელიც მომავალ წელს დასრულდება, სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ნაკიფუში ცენტრალურ გზას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, ავაშენეთ ახალი საექიმო ამბულატორია, აგრეთვე ლეჟაში მიმდინარეობს 60 ბავშვზე გათვლილი საბაზისო სკოლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა