ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა.

დღეისათვის გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება“, - აღნიშნულია შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო