აზერბაიჯანის აგრესიას კიდევ 17 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად სულ 542 ჯარისკაცი დაიღუპა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, კონფქლიტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"