ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ორი მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 4 ფოთში დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის ორი მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის ინფორმაციით, ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„ჩვენს ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების დადგენა “, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 50 შემთხვევაა გამოვლენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო