„ნაცმოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, ჯუმბერ ვარდმანიძე არაერთ კორუფციულ საქმეშია ჩართული.

ოპოზიციის წევრები გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტის მიმართ ხელვაჩაურის მერის მხრიდან შეურცხყოფის ფაქტსაც გამოეხმაურნენ.

"ჯუმბერ ვარდმანიძეს მოვუწოდებთ დაწეროს განცხადება და თანამდებობიდან წავიდეს. 8 წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებშია ჩართულია და ასე აგროვებებს ქონებას. მილიონიანი სასტუმრო მახინჯაურში უკვე ააშენა, ეს ფული ხალხს მოპარა. გლეხს კი ერთი კვადრატის მიშენების გამო აჯარიმებს, ამ ფონზე მრავალსართულიან სასტუმროს უკანონოდ აშენებს.უამრავი ფაქტი არსებობს და ჩვენ პროკურატურასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ.

36 ობიექტი ჩაიბარა ხელვაჩაურის მერიამ და დღესაც დაუსრულებელია, რომელიც არ ფუნქციონირებს.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ კაბინეტიდან იგი მოქალაქეებს გარეთ აგდებს, გუშინ გამოჩნდა მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებისა და მოქალაქების მიმართ",- აცხადებს მიშა ბოლქვაძე.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!