გურჯაანში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თანასოფლელმა 60 წლამდე კაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ კარდენახში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მხარებს შორის მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ, მგზავრის გადაყვანას უკავშირდება. მათივე თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც შუახნის კაცმა თანასოფლელს მუცლის არეში მიაყენა დაზიანება.

დაჭრილს გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა