„თავისუფალი საქართველო“ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, მოსახლეობისგან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს და მის მოსახლეობას „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა, ქუთაისის რეგიონალურ ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის თანათავმჯდომარის, იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული ის უდიდესი რისკები, რომელიც ახალი ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

„ოცნების“ მთავრობას, რომელსაც საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს, აბსოლუტურად არ ადარდებს არც ქვეყნის და არც მისი მოსახლეობის ბედი. დასავლეთ საქართველოს მთელი რეგიონი ფაქტობრივად წყალში ჩასაძირადაა განწირული, რადგან არ არსებობს არცერთი გარანტია, რომელიც ჰესის დაზიანების, ან მისი ნგრევის შემთხვევაში, არსებულ საფრთხეებს შეამცირებს. ხელისუფლებას, რომელიც ტროტუარსაც კი ვერ აგებს წესიერად დასახლებულ პუნქტებში და ასობით სოფელი დღესაც უგზოდ და უწყლოდაა დარჩენილი, ახალი ჰესის აშენება სურს. ესაა ერთი მხრივ ადამიანების დაცინვა, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლისა და მისი უფლებების მთლიანად იგნორირება. მოსახლეობას არ სურთ ჰესის მშენებლობა, თუმცა ხელისუფლებას ამ ადამიანების მოთხოვნები არ აინტერესებს, სამაგიეროდ სურს კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და ამიტომაც, ახლა ეს ავანტიურული მშენებლობა წამოიწყეს, რომელიც ნახევარ საქართველოს ჩაძირვით ემუქრება“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“, დღეიდან, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო ნებას დააფიქსირებს.

„ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ხალხის ხმის მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხმა გაცილებით ფართომაშთაბიან საპროტესტო აქციებში გადაიზრდება“,- აღნიშნა წულაიამ.

გარდა ამისა, „თავისუფალი საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის პაატა მაცაბერიძის თქმით, საქართველო, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონები სეისმურად აქტიური ზონებია.

„სერიოზული მიწისძვრის შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ კაშხალი დაინგრეს. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ კატასტრობას, თუმცა ექსპერტები, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ კაშხალი დაინგრევა, ქუთაისს 34 მეტრიანი უზარმაზარი ტალღა 20 წუთში დაფარავს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი მაღალი რისკის შემცველი ობიექტის მშენებლობა“, - განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფითა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებით, ბიზნესის სასარგებლოდ მანიპულირება.

„ერთი პროცენტიც რომ იყოს საფრთხე, ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეჩერდეს, არათუ 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა. ჩვენ კარგად გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მდინარე ვერეს დაგუბებამ რა კატასტროფული შედეგები მოუტანა თბილისს. სიმაღლეზე დაგუბებულმა ამ პატარა მდინარემ, ადამიანების სიცოცხლე რამდენიმე წუთში იმსხვერპლა, ახლა წარმოიდგინეთ „ნამახვამ ჰესში“ დაგუბებული წყალი, რომ უმართავი გახდეს. ეს გენოციდის ტოლფასი იქნება“, - აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ამასთან, მაცაბერიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას, თუკი მართლა სურს რეგიონში მცოვრები ადამიანების კეთილდღეობა, „არსებობს გაცილებით ეფექტური გზა, რომელსაც მას „თავისუფალი საქართველო“ სთავაზობს“.

„რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ტყეებს აუცილებელი სანიტარული ჭრა სჭირდება. ეს სამუშაოები აქ 30 წელია აღარ ჩატარებულა, ქართული ტყე კი გადასარჩენია. არსებული პრობლემა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ერთის მხრივ ტყეები უმოწყალო გაჩეხვას უნდა გადავარჩინოთ, მეორეს მხრივ კი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ტყეების გამოხშირვა დაავადებული ხეებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსახშირი ხეების მონიშვნა, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მოჭრის და მიზანმიმართულად გამოიყენებს. მოსახლეობა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თავად გადწყვეტს, მოპოვებული მასალა გაყიდოს, თუ მისგან, თუნდაც კოტეჯის ტიპის ნაგებობები ააშენოს. ჩვენი იფორმაციით, დღეისათვის მსჯელობა მიდის იმაზე, რომ მოჭრილი ხეები ე.წ. „საქმიანი ეზოს“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გადაეცეთ, რომლებიც ხე-ტყის ბიზნესში არიან ჩართულნი. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიმე ბიზნესმენის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ხალხმა საკუთარი სიმდიდრე თავად უნდა განკარგოს“, - განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსხური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს