"ნაცმოძრაობის“ წევრი - ძალოვანი უწყებების  წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში არიან ჩართული

"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გამოყენებასაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მართველ პარტიას ძალოვნების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს.

"ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ძალოვან უწყებებში. არიან ზუგდიდელები, მაგრამ შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა ქალაქებში. ეს ადამიანები მიმაგრებული არიან ზუგდიდის კონკრეტულ საარჩევნო უბნებს და ავალებენ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ უბნებზე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიციას და წარმოადგენენ დაცვის სამსახურსაც კი. ნაცვლად იმისა, რომ ძალოვანი ორგანოები ცდილობდნენ დაიცვან მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, ჩართული არიან წინასაარჩევნო პროცესში. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ნუ შეასრულებენ ამ დავალებებს. მე მოვუწოდებ " ქართულ ოცნებას" პარტიული დავალებებით ნუ ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა იდგნენ ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე", - განაცხადა ანა წითლიძე.

ენმ-ს ბრალდებას სამეგრელი-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ბრალდება არის სიცრუე.

"ეს არის სრული სიცრუე , რომლის ტირაჟირებასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ცდილობს. არჩევნები მიმდინარეობს თანასწორ უფლებიან გარემოში. ყველა კანდიდატს და ყველა პარტიას აქვს შესაბამისი საშუალება კანონის დაცვით იმოქმედოს და იმუშაოს. სხვა არაფერი არ აქვთ დარჩენილი და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას",- განაცხადა მალხაზ თორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა