გიგი უგულავა, ზუგდიდში მედიათეკების მოწყობის ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა. როგორც უგულავამ განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელია ზუგდიდში გულუას პარკის ტერიტორიაზე, კომბინატის უბანში, ასევე ე.წ ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე და ყველა სოფელში.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მათი ინფორმაციით, მედიათეკის შენობები მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები. მედიათეკის ამოცანა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომხმარებელთა და პარტნიორთა პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

„ჩვენი წინადადება ზუგდიდელებისათვის არის, რომ ავაშენოთ ზუგდიდში, ჯერ თავიდან ქალაქში და შემდეგ უკვე სოფლებში მედიათეკები. მედიათეკა ჩვენ პირველად თბილისში ავაშენეთ 2011-12 წლებში, სამწუხაროდ, ეს პროექტი შემდეგ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ გააჩერა.

მედიათეკის იდეა არის შემდეგი, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებთან ახლოს მოეწყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არის მულტიფუნქციური და არის სამკითხველო, ისევე როგორც ინტერაქციული საშუალებები, საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობები.

ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიოთეკების მომხმარებლები საქართველოში არიან ან ახალგზარდები, ან ხანშიშესულები, რომლებიც ყველაზე მეტად თავს იყრიან ჩვენს სკვერებსა და ბაღებში და მათ განსაკუთრებით უნდა ჰქონდეთ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

უკვე 7-8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 3 მედიათეკა გავაკეთეთ ჩვენ თბილისში და ეს ის პროექტია, რომელსაც პრაქტიკულად წუნი არ აქვს და რომელიც ძალიან კარგად მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისთვის ეს იქნება უნიკალური სივრცე, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებული ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ზუგდიდელბს ვთავაზობთ სამ მედიათეკას, პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს ფაიფურისა და კომბინატს დასახლებაში, ასევე ადმინისტრაციის შენობა ბოტანიკურ ბაღში, შეიძლება მოეწყოს აქაც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ზუგდიდელები დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა უგულავამ.

„თბილისის მედიათეკების ისტორია 2013 წლის 29 მარტს იწყება, როდესაც ვაკის პარკში, პირველი ფილიალი გაიხსნა. მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე და კლასიკურ, ქართულ და უცხოენოვან, მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურის ვრცელ ბიბლიოთეკას, წყნარ სამუშაო სივრცეს, კომპიუტერულ მომსახურებას, სახელოვნებო თუ სამეცნიერო ღონისძიებათა ფართო არჩევანს და სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)