მწერალთა სახლში თანამედროვე მწერალს, ექიმ ცისა ჯოხაძეს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა

მწერალთა სახლში, თანამედროვე მწერლისა და ექიმის, ცისა ჯოხაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

„ვარიაციები“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მაღალმხატვრულ პროზაულ და პოეტურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნი ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ და ლიტერატურულმა სააგენტომ გამოსცა. გარეკანის დიზაინი „ვარიაციები“ აფხაზეთიდან დევნილ ცნობილ მხატვარს, დავით ბაძაღუას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორია ახალგაზრდა პროზაიკოსი ირაკლი შამათავა.

ავტორისთვის ეს წიგნი რიგით მეხუთე გამოცემაა და პოეზიისთვის სახასიათო სახე-სიმბოლოებითაა სავსე.

ცისა ჯოხაძეს გამოცემული აქვს წიგნები: „ფიქრთა წვიმა“ (2007, ბაკმი), „ერთი წვეთი სიყვარული“ (1999, საარი), „სინთეზია“ (არქიტექტორ თიკო სარალიძის ნახატებით ილუსტრირებული წიგნი-ალბომი) და სხვა.

ქვეყანაში არსებული კორონავირუსიდან გამომდინარე, წიგნის პრეზენტაცია COVID-19-ის რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ცისა ჯოხაძეს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა. ჯილდო ავტორს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან მოსიძე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და თანათავმჯდომარე – ღირსების ორდენის კავალერი, პოეტი ბაღათერ არაბული. აგრეთვე თბილისის საკრებულოს, მწერალთა და მხატვართა შემოქმედებითი კავშირების, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა