ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში 64 ტესტი ჩავატარეთ, ინფექცია 10 მათგანს დაუდასტურდა,“- განაცხადა მარინა კოჩიევამ.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 152 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 62 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.