„ქართული ოცნების” ლიდერებმა ასპინძაში ფონდ „ქართუს" დაფინანსებით შექმნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში სარაგბო ბაზა დაათვალიერეს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაზის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა და მშენებელობასა და ბაზის ტექნოლოგიურ მოწყობაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„რაგბის ბაზა გათვლილია 100 ადამიანზე, აქვს სტანდარტული და სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი თანამედროვე მოედნები. ბაზაზე შეკრებებზე წვრთნას გადიან საქართველოს სხვადასხვა სარაგბო კლუბების გუნდები, ტარდება საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატის მატჩები, ეწყობა საბავშვო ფესტივალები და საზაფხულო ბანაკები, მათ შორის ინკლიუზიური. ადგილზე თანამედროვე სპორტული ბაზის არსებობამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში რაგბით დაინტერესებას, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. რაგბის ბაზის ტერიტორიაზე „ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი“ ფუნქციონირებს, სადაც განვითარების თავისებურების მქონე მოზარდებთან სამუშაოდ, მათთვის ფიზიკური და საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად, გამოყენებულია რაგბის ელემენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური სპორტული პროგრამა. პრემიერმა ბაზის დათვალიერებისას განსაკუთრებით აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის და ფონდ "ქართუს" განსაკუთრებული როლი ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობაში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფონდმა ბოლო წლებში 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში, რამაც ქართულ რაგბის განვითარებისა და ყველასთვის საამაყო წარმატებების მიღწევის საშუალება მისცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს