ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი პროექტია.

"მიმდინარე პროექტებიდან ვფიქრობთ, რომ ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოცულობითა და მასშტაბებით ერთ-ერთი მსხვილი პროექტია საქართველოში. დღეს, ადგილზე გავეცანით შესრულებულ სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა გიგა მანდარიამ.

მათივე ინფორმაციით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას , რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში.

აღნიშნულ პროეტს აზიის განვითარების ბანკი 44 მილიონი ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა