„წითელი ჯვარი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაკავებულებისა და გარდაცვლილების ცხედრების გაცვლის პროცესის განხორციელების საშუალება მისცენ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაკავებულებისა და გარდაცვლილების ცხედრების გაცვლის პროცესის განხორციელების საშუალება მისცენ.

”დღემდე ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს მხარეებთან, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული არ არის, რაც საშუალებას მოგვცემს რეალურად დავიწყოთ ასეთი გაცვლა,“- განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა მარტინ შუეპმა.

მან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025