კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, ფოთის მე-3 საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციური ფორმით გაგრძელდება თუ არა

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება გახანგძლივდება თუ არა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ განაცხადა. მისი თქმით, სკოლაში 9 ოქტომრიდან დღემდე კორონავირუსის სამი შემთხვევაა გამოვლენილი.

,,9 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კოვიდინფექცია, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მაშინვე ჩაერთო სამუშაოებში, მოახდინეს სკოლის სრული დეზინფექცია და კონტაქტების მოძიება. დღეს კიდევ ორი თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ორშაბათიდან სასწავლო პროცესი დასწრებითი სწავლებიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ანუ სკოლა ორშაბათიდან ერთი კვირის გასნმავლობაში ისწავლის დისტანციური ფორმით, ხოლო კვირის ბოლოს ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან ერთად, დისტანციური სწავლების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. რის თაობაზეც ამ სკოლის პედაგოგები, მმშობლები და მოსწავლეები იქნებიან ინფორმირებული.

რაც შეეხება ჩვენი ქალაქის დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში, ინფექცია არ დაფიქსირებულა და სასწავლო პროსესი დასწრებითი ფორმით მიმდინარეობს", - განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა