ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა, რეგიონის სხვა კლინიკებში - 30-მდე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა, ასევე სხვა კლინიკებში 30-მდე საწოლი, რითაც მინისტრის თქმით, აჭარაში საწოლფონდის დეფიციტის მოლოდინი დაიხურება.

„აჭარაშია ჩემი პირველი მოადგილე. მიმდინარეობს საწოლ ფონდის მობილიზება. ბატონი თენგიზ ცერცვაძის გუნდიდან ხვალ 4 ადამიანი იქნება დამატებით მივლენილი აჭარაში. რაც შეეხება საწოლფონდს, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 საწოლი დაემატება. აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული. დანარჩენი საავადმყოფოები, რომლებიც აჭარის რეგიონში თანამშრომლობენ, მათი დახმარებით კიდევ გვექნება 30-მდე დამატებითი საწოლი, რითაც ვთვლით, რომ აჭარაში საწოლფონდის დეფიციტის მოლოდინი ამით დაიხურება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს